სასჯელაღსრულების მინისტრი გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერს და მთავრობას მადლობას უხდის.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კახიშვილმა განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს პენიტენციალურ სისტემაში წესრიგის შესანარჩუნებლად.
„ეს არის ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ. მე საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთის მხრივ ამ ძალიან რთულ სისტემაში შევინარჩუნოთ წესრიგი და მეორეს მხრივ, აუცილებლად უზრუნველყოთ თითოეული ადამიანის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში. მინდა მადლობა გადაუხადო გიორგი მღებრიშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი პოსტი ჩაიბარა და მინდა წარმატებები ვუსურო მას“, - ამბობს კახიშვილი.
შეგახსენებთ, კახი კახიშვილის კანდიდატურა პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარადგინა. მისი წინამორბედი გიორგი მღებრიშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






