"ინტერპოლის მეთოდოლოგიის შეცვლაზე საუბარი კომიკურია" - "ნაციონალების" პასუხი პრემიერს
პოლიტიკა - 12:46, 01 Aug, 2015     1239

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კომიკურია პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, სადაც ინტერპოლის ძებნილთა სიაში მოხვედრის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბრობს.

„როგორც მოგეხსენებათ ინტერპოლმა უარყო საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქმედება ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას პოლიტიკური ნიშნით პირებზე დევნის გამოცხადება აკრძალული აქვს. აღნიშნული მუხლი 1956 წელსაა მიღებული. ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სადაც ის აღნიშნავს, რომ თითქოს უარის თქმის მოტივი ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებაა, კომიკურია.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის ანალოგიური, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ადრე ევროპის საბჭოსა და პარლამენტის მიერ, აგრეთვე საბერძნეთისა და საფრაბგეთის სასმართლოების მიერ იქნა მიღებული. ცხადია, რომ საერთშორისო საზოგადოება ერთსულოვანია საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასა და სამართლებრივი მექანიზმების სწორედ ამ მიმართულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით დევნა, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ასევე, გახსნას შესაძლებლობები მათთვის, ვინც პოლიტკური ნიშნით არიან დევნილები, რათა დაბრუნდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ დემოკრატიული უფლებების ფარგლებში, რომელიც მათ აქვთ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში“, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42