ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის დახურვის ცერემონიას პრეზიდენტი არ დაესწრება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„როგორც პრეზიდენტს, საჭირო იყო პროტოკოლის დაცვა, მაგრამ არ მოხერხდა. ადეკვატური ფორმით ვერ მოხდა პრეზიდენტის ჩართვა ამ ღონისძიებებში. ეს მცდელობა იყო დახურვასთან მიმართებაში, მაგრამ ვერ მოხერხდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" ოლიმპიურ სოფელში დღეს დაიხურება. ოლიმპიადის ფარგლებში ქართულმა მხარემ სულ შვიდი მედალი მოიპოვა. აქედან 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი. ოქროს მედალი ძიუდოისტებმა რობიზონ ბეგლრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა მოიპოვეს.
"თბილისი 2015" ერთი კვირის წინ მიხეილ მესხის სტადიონზე საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






