პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მისი არდასწრების მიზეზად პროტოკოლის დარღვევას ასახელებს.
როგორც „მაესტროს ცხრიანში“ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ის არც ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას დაესწრება.
„ბუნებრივია, როგორც მოქალაქე, ვარ აღტაცებული ამ წარმატებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ზეიმს. ჯერჯერობით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე ვარ და გადაადგილებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პროტოკოლი ბევრ კომპონენტს გულისხმობს და მარტივად რომ ვთქვათ, მე, როგორც პრეზიდენტს, როლი არ მქონდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






