ნაჩქარევი განცხადებები, რომელიც პოლიტიკურ შედეგებს ჩვენ ვერ ვიაზრებთ - ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა ,,მაესტროს ცხრიანში“ დასმულ შეკითხვას ,,ნაციონალური პრეზიდენტის“ შესახებ. მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ნაწილში, როგორიცაა შეწყალება უნდა იყოს ზეპარტიული. მისი თქმით აქცენტი არ უნდა კეთდებოდეს იმაზე თუ ,,ვინ ვისი ძმაა“. გიორგი მარგველაშვილმა მაგალითად ბოლშევიკური ,,ხალხის მტრის“ მაგალითი მოიყვანა.
,,ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლის წევრებს ჯერ კიდევ ახსოვთ, კანონები, რომლებიც იყო მიღებული ე.წ. "Член семьи врага народа". ეს ჩვენს მეხსიერებაში ჯერ კიდევ არის. ძალიან ფაქიზად უნდა მოვეპყრათ ამ თემებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი, ,,რომლითაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია შენ კანონის მიხედვით დაგსაჯო, ამავე დროს ჩემში არის ჰუმანური საწყისი და ეს უფლებამოსილება გადაცემული აქვს ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურას პრეზიდენტს და მას არ აქვს უფლება ჰუმანურობის დარღევის, რომლის გამოხატულება იქნება ის, რომ ჰუმანურობა გამოყენებულ იქნას პარტიული და პოლიტიკური ნიშნით“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა პრემიერის განცხადებას ნაჩქარები და ემოციური უწოდა. რაც შეეხება მისი მხრიდან სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინონების შეწყალებას, პრეზიდენტმა პრემიერის ამ განცხადებას არასერიოზული უწოდა
,,ამ არასაერიოზული განცხადების სიღრმისეული კომენტირება მიჭირს“ - დასძინა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






