პრეზიდენტის თქმით, როდესაც დაინახავს, რომ რამე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს ის აუცილებლად გამოიყენებს ვეტოს უფლებას.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
"როდესაც მე დავინახავ, რომ რამე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, მე არ შევშინდები, არ გავალ ბუჩქებში, არ ვიტყვი, რომ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ არ ვიტყვი სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები, ღიად ვიტყვი სიმართლეს, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის. შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართელი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა "ქართული ოცნების" წინაშე, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






