"იანუკოვიჩს მოეხსნა ძებნა, იანუკოვიჩი ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან. ადრე უკვე ითქვა, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით არის ეს ყველაფერი განპირობებული. ამიტომ ვერაფრით გაგახარებთ," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
დავით კეზერაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებას გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურაც. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე უარი განაცხადა, ხოლო კეზერაშვილი წითელი ცირკულარიდან ამოიღო. უწყების განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.
მასალის გამოყენების პირობები






