"ეს მარტივია. დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მრავალი სუსტი წერტილი აქვთ. მათი ლიკვიდაცია მარტივია სხვადასხვა წვეულებებისა და ოფიციალური ცერემონიალების დროს. მოჯაჰედების გარკვეული რაოდენობა გეგმავს მოქმედი ლიდერების მკვლელობას. უკანასკნელი დროის მანძილზე კი გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ექს-პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების ლიკვიდაციაც", - ნათქვამია "ალ-ქაიდას" განცხადებაში.
"მაშინ, როცა არსებობენ ისეთი მარტივი სამიზნეები, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი, კოლინ პაუელი და კონდოლიზა რაისი (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), ასევე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ტონი ბლერი შეუძლებელი არაფერია. ახლა, როცა ეს ადამიანები თავიანთი სახელმწიფო საქმიანობით აღარ არიან დაკავებულები, აღნიშნული გეგმის განხორციელებას უმნიშვნელო ძალისხმევა სჭირდება", - აღნიშნავს "ალ-ქაიდას" მთავარი კონსულტანტი.
"ალ-ქაიდა" იმედს გამოთქვამს, რომ ამ მოწოდებას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას დამოუკიდებელი მოჯაჰედები დაუთმობენ და გეგმის განხორციელებასაც შეძლებენ.
მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ
მასალის გამოყენების პირობები






