ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას განსხვავებას მთავრობა დაუფარავს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მარეგულირებელი კომისია მუშაობს. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. თუ ტარიფი გაიზრდება, სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის განხორციელდება სუბსიდირება. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ, თუ კომპანია მიდის ზარალზე, უნდა განხორციელდეს ტარიფების კორექტირება", - აცხადებს კახა კალაძე.
"თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 18 დეკემბერი განისაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით "თელასის" მიმართვაზე იმსჯელეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება ტარიფი. კომისიამ გადაწყვეტილება ხუთ დღეში უნდა მიიღოს.
„თელასი“ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






