უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის თქმით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და კანონპროექტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებას ემყარება.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევის წინაშე დგას.
„ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიტიკური მოსაზრებების თანხვედრას პრეზიდეტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. სამწუხაროა, რომ ვეტოს დაძლევის საჭიროების წინაშე ვდგებით, მაგარამ ვეტოს დავძლევთ. პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმრავლესობას აქვს რესურსი ვეტო დასძლიოს და ვეტო ვეტოსთვის რა საჭიროა, არ მესმის. პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ კანონს, რომელიც მან მიიღო რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და შესაბამისი ევროკავშირის ძირითად ხაზთან“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






