„თავისუფალი დემოკრატების“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თუმცა თუ უმრავლესობას ვეტოს დაძლევს, ალასანიას გუნდი კანონპროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის ვეტომ შესაძლებლობა მისცა უმრავლესობის წევრებს, რომ დაფიქრებულიყვნენ თუ რაზე აწერენ ხელს, რა პასუხისმგებლობას იღებენ. სამწუხაროდ, უმრავლესობის წევრები სიხარულით ემზადებიან ვეტოს დასაძლევად. ისინი ამით კიდევ ერთხე აიღებენ პასუხისმგბელობას თავიანთ უპასუხისმგებლობაზე. ჩვენ ვაპირებთ სარჩელის მომზადებას და ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ პირთან საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების პროცესში. ორშაბათიდან ვიწყებთ კონსულტაციებს მესამე სექტორთან, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან, კონსიტიტუციონალისტებთან. თუ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






