"რამდენი მიტინგი არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ" - სუბარის პასუხი აქციის მონაწილეებს
პოლიტიკა - 14:24, 31 Jul, 2015     2224

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მის უწყებასთან გამართული აქციის მონაწილეებს პასუხობს. მისი თქმით, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა დევნილთა და განსახლების სამინისტროს 2014 წლის 8 აპრილს გადმოეცა.

„შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 8 აპრილს და დასრულდა 30 აპრილს. სატენდერო ღირებულება შეადგენდა 4 238 620 ლარს.

2015 წლის 3 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან „მშენებელი 2011“ (ღირებულება 3 776 859ლარი).

ტაციო სამუშაოების შემდეგ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელ ფართს მიიღებს 160 დევნილი ოჯახი. 2014 წლის ნოემბერში შენობიდან 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ქირით იქნა გაყვანილი. აქედან, 80 ოჯახს სამინისტრო დღემდე უხდის ქირას 250-300 ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილ 20 ოჯახს აღმოაჩნდა საკუთრება. აღნიშნული დევნილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის სამინისტრო ყოველთვიურად 25 000 ლარს ხარჯავს.

დევნილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის სამინისტრო ჯამში ყოველთვიურად 70 000 ლარს ხარჯავს, მხოლოდ მიმდინარე წელს ქირისათვის გადარიცხული იქნა 507 000 ლარი.

დევნილები შენობიდან გაყვანილ იქნენ 2014 წლის ნოემბერში, ხოლო ტენდერმა 2015 წლის ივლისამდე დააგვიანა, იმის გამო, რომ შენობაში გაჩნდა ხანძარი (ემსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე) და საჭირო გახდა ობიექტისათვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება“, - ამბობს სუბარი.

მისივე თქმით, მერია იმ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი გააჩნიათ და თბილისში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ბინის მიღება შეძლონ, არ დაეხმარება.

"რამდენი მიტინგი არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42