,,გულისამრევია თქვენი მინისტრობაცა და თქვენი ქცევაც“
პოლიტიკა - 13:34, 31 Jul, 2015     3708
იმერეთში დაღუპული ჯარისკაცების დედებთან თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე და მინისტრს ქცევას და ქმედებას უკრიტიკებს.

,,თავდაცვის მინისტრი, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გმირების დედებს ეძველბიჭება, მომიტევეთ და ებლატავება - ამაზე მეტი საზიზღრობის წარმოდგენა შეიძლება? აქ ქუჩაში მუდმივი დგომით მოვხვდიო - ეგ მართალია - იდექით, მათ გვერდით იდექით, ვინც ამ დედების შვილების მკვლელობას აპრავებდა. ამჟამად კი თანაპარტიელი კოლეგა მინისტრი აპრავებს. გულისამრევია თქვენი მინისტრობაცა და თქვენი ქცევაც“ - წერს გივი თარგამაძე.

შეგახსნებთ, რომ თავდაცვის მინისტრი, სამხედრო კვირეულის ფარგლებში დღეს დილიდან ხონის, კოპოტნარის და ქუთაისის მესამე ქვეითი სამხედრო ბაზას ეწვია. "მე ვერ შეგპირდებით, რომ ახლავე კომპენსაცია დაგენიშნებათ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება. მე კანონს ვერ დავარღვევ. ასევე, ძალიან გთხოვთ ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების "წყალობით" ვართ ჩვენ. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ", - ასეთი პასუხი გასცა შეხვედრაზე დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

ეს "განმარტება" ხიდაშელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი-ერთი დაღუპული ჯარისკაცის დედამ ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა უყურადღებობაში დაანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი თანამდებობზე მათი დაღუპული შვილების წყალობით მოხვდნენ.

"მოდის აგვისტო და არავინ გვეკითხება გვშია, გვწყურია, ვარსებოთ თუ რას ვშვებით. ყურადღებას არავინ გვაქცევს, როცა ჩვენი ბიჭები ქვეყანას შევწირეთ", - განაცხადეს მინისტრთან შეხვედრის დროს.

დაღუპული ჯარისკაცების დედების საყვედურები მინისტრმა არ გაიზიარა და განუმარტა, რომ მათთან კომუნიკაცია მთავრობას არასოდეს გაუწყვეტია.

"ზუსტად იმისთვის, რომ თქვენ მოგისმინოთ და მოგიკითხოთ არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ სისტემატიურად, ადამიანი დავნიშნე სამინისტროში, რომელიც ამ ყველაფერს უხელმძღვანელებს, მაგრამ თქვენ თუ არ ისაუბრებთ მათთან პრობლემებზე, ჩვენ ეს არ დაგვესიზმრება", - აღნიშნა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42