„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანოონპროექტზე ვეტოს დადებას მიესალმება.
ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში პარტიის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.
დეპუტატი ფიქრობს, რომ უმრავლესობას ვეტოს დაძლევას შეეცდება, რადგან აქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება.
„ნაციონალური მოძრაობა“, არასამთავრობოები და ოთხი უმსხვილესი საერთაშროსო საფინანსო ორგანიზაცია აფრთხილებდნენ მთავრობას. ვამბობდით, რომ კანონპროექტი იყო დამანგრეველი საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ საინვესტიციო გარემო მძიმე მდგომარეობაში იქნება და პრობლემას უქმნის იმას, რომ საფინანსო პროგრამები შეიძლება შეჩერდეს. ეს არის დაახლოებით 700 მილიონი, რომელიც დააკლდება ქვეყნის ბიუჯეტს. ამიტომ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ივანიშვილს არ დავანგრევინოთ ქვეყნის ფინანსური სისტემა. ვფიქობ, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რადგან აქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი იკვეთება. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ უმრავლესობას ვეტოს დაძლევა გაუჭირდება. ჩვენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებთ. ეს აბსოლუტურად ადეკვატური იყო ეხლა“, - ამბობს რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






