მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესშია მომზადებული.
„მინდა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ ვითარებაში, როცა გუშინ, ჩვენ მთვარობის წარმომადგენელები გვესაუბრებიან, რომ კანონი ხელახლა უნდა შეიცვალოს სექტემბერში, სწორედაც რომ საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციის გზით, ჩვენივე შეთავაზებული კანნპროექტი სწორედ ამ პროცედურის შედეგად არის შექმნილი. მინდა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ ვითარებაში ეს კანონპროექტი არის ოპტიმალური გამოსავალი ქვეყნისთვის და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვეტო არ არის პოლიტიკური დაპიპრისპირებისა და კონფომტაციის ინსტიტუტი. ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი, რომ მივიღოთ ეფექტური კანონმდებლობა და ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პრეზიდენტმა და მთავრობამ და ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტილებები მისცეს. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს და ვეტოს მიღების შემდეგ უკეთეს კანონმდებლობას მისცემენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






