ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) უპარტიო იყო და ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი. მისივე თქმით, დღეს 6-კაციან უსკოს მთლიანად კოალიციის პარტიები აკომპლექტებენ.
,,როგორც ცნობილია აჭარის რესპუბლიკის 21 კაციან უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნება” წარმოდგენილია 9 დეპუტატით, ეს კი არ არის საკმარისი კენჭისყრაში მოიპოვონ უმრავლესობა და ამიტომ მათ სჭირდებათ ორი ხმა სასურველი კანდიდატურების გასაყვანად. ამ ორი ხმის დამატება მათთვის შეუძლიათ ან “ნაციონალებს” (რვა დეპუტატი) ან “თავისუფალ დემოკრატებს” (სამი დეპუტატი). “ოცნების” გადასარჩენად სასწრაფოდ “დაიძრა” “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია და კოალიცია კვლავ “ სრული შემადგენლობით” შედგა. შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) უპარტიო იყო და ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი. საარჩევნო სისტემის “პოლიტიზაცია” სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ მალე უსკოც “ კოალიციური” იქნება. კერძოდ, უსკოში უკვე არჩეულია გუგული დუაძე (რესპუბლიკური პარტია), ახალი სამეულიდან აირჩევენ ირაკლი გვარამიას (კონსერვატიულიპარტია), გოლომანიძე რამაზის (ეროვნული ფორუმი). მჟავანაძე თორნიკეს ( თავისუფალი დემოკრატები).
მომავალი წლის მარტ-აპრილში წარმოქმნილ ორ ვაკანტურ თანამდებობას შესაბამისად “ქართული ოცნება” (თავმჯდომარე) და “მრეწველები” დაიკავებენ და მომავალი არჩევნებისათვის აჭარაში ექვსკაციან უსკოს მთლიანად “კოალიციური” პარტიები შეავსებენ, ეს ნიშნავს, რომ აპრილში აჭარაში “კოალიცია” პირვანდელი სახით “აღდგება” - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






