საქართველომ უკეთ უნდა დაიცვას მამხილებლები
პოლიტიკა - 16:19, 30 Jul, 2015     1281
მამხილებელთა დაცვასთან დაკავშირებულ საკნონმდებლო ნაკლოვანებებზე ანგარიში წარმოადგინა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. ორგანიზაცია ამ მიმართულებით საქართველოში დღეისათვის არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას კანონმდებლობაში ხარვეზების დროულად აღმოფხვრას ურჩევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეიმუშავა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა შესრულებამაც უნდა აღმოფხვრას საქართველოში მამხილებელთა დაცვის სისტემის ძირითადი ნაკლოვანებები და ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან დააახლოვოს.

,,მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, თუმცა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოც და მისი აღსრულებაც ნაკლოვანია. ეს ნაკლოვანებები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2015 წლის მარტში, როდესაც სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, გივი თარგამაძეს, ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ.

მამხილებელი არის პირი, რომელიც საჯარო ან კერძო სექტორში ჩადენილი კორუფციული ან უკანონო ფაქტის შესახებ აცნობებს უწყებებს ან პირებს, რომელთაც ამ ფაქტზე რეაგირება შეუძლიათ. მხილების წახალისება, სამართლებრივი დაცვისა და მკაფიო პროცედურების უზრუნველყოფით, ხელს უწყობს კორუფციული ქმედებების გამოვლენას და ეხმარება საზოგადოებას თავიდან აიცილოს საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს სახელმწიფო სახსრების მითვისებით, არაკეთილსინდისიერად შესრულებული საზოგადოებრივი სამუშაოებით ან ადამიანის უფლებების დარღვევით.

დღესდღეობით საქართველოში:

მამხილებელთა დაცვა ვრცელდება მხოლოდ ყოფილ ან მოქმედ საჯარო მოსამსახურეებზე;

არაა განსაზღვრული იმ ქმედებების მკაფიო და ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც მხილების საგანი შეიძლება გახდეს;

არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მხილების საკითხს;

კანონით არაა გათვალისწინებული კომპენსაცია მამხილებლისთვის, თუ მას მიაყენებენ ზიანს.

ამ და სხვა საკანონმდებლო ნაკლოვანებების გარდა, აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში მამხილებლთა დაცვის კანონმდებლობა არც ერთხელ გამოყენებულა. ეს გარემოება მიუთითებს სამსახურში კანონდარღვევის ფაქტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით სტიგმაზე. აშკარაა ისიც, რომ მამხილებელთა დაცვის შესახებ საზოგადოება ცუდადაა ინფორმირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეიმუშავა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა შესრულებამაც უნდა აღმოფხვრას საქართველოში მამხილებელთა დაცვის სისტემის ძირითადი ნაკლოვანებები და ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან დააახლოვოს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობის ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ამ ცვლილებების მიღება და, ამავდროულად, იზრუნოს კანონმდებლობის სხვა ხარვეზების აღმოფხვრაზეც“ - ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42