მისი თქმით, ის არ იზიარებს არგუმენტს, რომ ათონელის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს აპარატისთვის შესაბამისი პირობები არ იყო.
„თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ჩვენთან ამ შენობაში, ნახოთ რა პირობებშიც მუშაობდა აქ უშიშროების საბჭოს აპარატი და ნახოთ ათონელის რეზიდენციაში რა პირობებიც არის. დაცულია ნატო-ს ყველა სტანდარტი და ის ელემენტარული საცავი ინფორმაციების, რომელიც ნატო-ს მოთხოვნებით არის საჭირო. ვწუხვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებთ ამ არგუმენტებს მათი მხრიდან, მითუმეტეს იმას, რომ თითქოს პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა ჩვენი მხრიდან მოლაპარაკება ჩაშლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო მათ გადაწყვეტილებას ვუწოდებ, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტს და ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციაში გადავა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






