„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს მიმართავს.
საქმე ეხება ტელეკომპანიის მიერ დაგეგმილ კონცერტებს, რომლის გამართვაზეც ქუთაისის, ბათუმის და ფოთის მერიამ უარი განაცხადა.
"თავისუფლად სუნთქვის" რეჟიმი ოფიციალურად დახურულად გამოცხადდა. ქუთაისის და ფოთის შემდეგ, ბათუმის მერიამაც უარი გვითხრა კონცერტის ჩატარებაზე. არა მარტო ანბანის კოშკთან - ყველგან. ყველგან კონცერტიაო. ალბათ ყველგან შუფუტინსკი მღერის.
Giorgi Margvelashvili David Usupashvili Khidasheli Tinatin David Zurabishvili Gedevan Popkhadze Ekaterine Beselia თამარ კორძაია Tamar Kordzaia Ucha Nanuashvili Levan Berdzenishvili Irina Imerlishvili
ps პოლიტიკური მიზნები რომ მქონდეს, ზუსტად ის მაწყობს, რასაც აკეთებთ. მაგრამ მარკეტინგული მიზნები მაქვს და ხალხის გართობა მინდა. ამიტომაც ვზარალდებით ჩვენც და ხალხიც. ნუ თქვენს დაზარალებაზე ლაპარაკი აღარც ღირს უკვე“, - წერს გვარამია.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ბათუმის, ქუთაისის და ფოთის მერიამ კონცერტის გამართვაზე უარი უთხრა.
როგროც ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პირველი მოულოდნელი უარი ქუთაისის მერიისგან მიიღეს.
რაც შეეხება ფოთს, უარის მიღების შემდეგ რუსთავი2-მა ქალქის მერიას კიდევ ორი წერილი გაუგზავნა ლოკაციებისა და თარიღების ცვლილებებით, თუმცა ფოთის ხელმძღვანელობა ჯერ დუმს. რაც შეეხება ქალაქში დაგეგმილ სხვა კონცერტებს, კურიერმა მოიპოვა ღონისძიებათა განრიგი, სადაც 8 აგვისტომდე ფოთში არც ერთი კონცერტი დაგეგმილი არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები






