ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.
მისი თქმით, პრემიერი გუშინ შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, რა დროსაც დამატებითი შენიშვნები განიხილეს, რომელიც სავალუტო ფონდის მხრიდან იქნა წარმოდგენილი.
„პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი იქნას გათვალისწინებული და როდესაც სექტემბერში სავალუტო მისიის ვიზიტი შედგება საქართველოში, იქნას დამატებითი ინიცირებით პარლამენტში გათვალისწინებული წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც იქნა დამატებით გამოთქმული სავალუტო ფონდის მიერ. ვეტოს დადების მიზეზს დღემდეც ვერ ვხედავდი, მითუმეტეს პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ აღარ რჩება არანაირი მიზეზი, რომ ვეტო იქნას გამოყენებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






