როგროც ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პირველი მოულოდნელი უარი ქუთაისის მერიისგან მიიღეს.
„ქუთაისიდან დაიწყო ჩვენი პრობლემები. ერთი დღით ადრე გვითხრა უარი კონცერტამდე მერიამ. მიზეზად დაასახელეს, რომ გვერდზე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს იყო სრულიად გაუგებარი მიზეზი. გადავწყვიტეთ, რომ კონცერტი გადაგვეტანა. თუმცა ყველანაირი პრობლემა შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა უარი ფოთიდან და დღეს უკვე ბათუმიდან“, - ამბობს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.
რაც შეეხება ფოთს, უარის მიღების შემდეგ რუსთავი2-მა ქალქის მერიას კიდევ ორი წერილი გაუგზავნა ლოკაციებისა და თარიღების ცვლილებებით, თუმცა ფოთის ხელმძღვანელობა ჯერ დუმს. რაც შეეხება ქალაქში დაგეგმილ სხვა კონცერტებს, კურიერმა მოიპოვა ღონისძიებათა განრიგი, სადაც 8 აგვისტომდე ფოთში არც ერთი კონცერტი დაგეგმილი არ იყო.
„მე მინდა დავარწმუნო ყველა ქალაქი, რომ „რუსთავი2“-ის კონცერტები მაინც შედგება ნებისმიერი ბიუროკრატიული დაბრკოლებების მიუხედავად“, - ამბობს უდუმაშვილი.
წერილები ფოთის, ბათუმის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებმა არასამთავრობო სექტორიდანაც მიიღეს.
ჟურნაისტური ეთიკის ქარტია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მათგან ოფიციალურ დასაბუთებას ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები






