პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილი ინფორმაციით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
ამის შესახებ აბაშიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუების პოზიციებთან და სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას.
„დღეის მდგომარეობით, როგორც ევროკავშირიდან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ამ წუთებშიც კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით მსოფლიო ბანკთან. ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მღებულ წერილში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს საბანკო სისტემის დამოიკიდებლოის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან, აღნიშნულის მიხედვით, საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან და სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ძლიერდება და მეორეს მხრივ რჩება საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ხოლო სებ-ს ეძლევა საშუალება, რომ უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა“, -აღნიშნა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






