ექსპერტი რომან გოცირიძე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას იუმორისტული პორტით პასუხობს:
„ბოდიში ჯულია, ბოდიში ანჟელინა!
უკვე მერამდენედ ვკითხულობ სოციალურ ქსელში: როგორ შეიძლება კაცს არ მოსწონდეს ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. გოცირიძე იმიტომ აკრიტიკებს, რომ მასზე წინა ხელისუფლებას კომპრომატები აქვს და იძულებულია ასე მოიქცესო. ყველაზე ჰქონდათ და რაღა მასზე არ ექნებოდათო.
გადავწყვიტე ვაღიარო: სამწუხაროდ ეს ასეა.
ეს ამბავი ათიოდე წლისწინათ მოხდა. ჰავაიზე ვისვენებდი. იქვე გადაღებები იყო. ჯულია რობერტსი და ანჯელინა ჯოლი ერთად იყვნენ იმ სასტუმროში. ჯერ ერთმა მაცდუნა, მერე მეორემ, ბოლოს ორივემ ერთად.
თურმე ყველაფერს იღებდნენ ესენი. ჰავაიზეც კი.
ახია ჩემზე. რომელი ჯაჭვლიანი მე ვიყავი ან ალენ დელონი, რომ ასე გადარეულიყვნენ. უნდა მივმხვდარიყავი.
ამ აღიარებით დიდი ტვირთი მომეხსნა.
ახლა ნახეთ ჩემს მიერ დილით ნოდარ ჯავახიშვილის და საღამოს ნოდარ მეორე ხადურის ქება!“, - წერს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






