მერია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგების ანგარიშს აქვეყნებს
პოლიტიკა - 17:06, 29 Jul, 2015     1601
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობისთვის შეთავაზებების გაკეთება 2015 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესის საფუძველზე.

როგორც მერიაში აცხადებენ, მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ის არეალი, რომელშიც მოხვედრილ მოსახლეობას აღნიშნული წესი შეეხო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საწყის ეტაპზე შეთავაზება გაუკეთდა სვანიძის ქუჩისა და წყნეთის ხევში აღნიშნულ არეალში მოხვედრილ 39-ვე ოჯახს. (იხ. თანდართული ცხრილი)

,,მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 21 ოჯახთან, ჯამში 101 ადამიანთან. მოცემული ოჯახებიდან 8 დაეთანხმა თანხის ანაზღაურებას ოჯახის სულადობის მიხედვით, ხოლო 13 - მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურებას. მიღწეული შეთანხმების შედეგად ქ. თბილისის მერია აღნიშნულ ოჯახებს ოახლოეს მომავალში მათთვის შექმნილ ანგარიშზე 6 029 756 ლარს გადაურიცხავს.

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ისარგებლონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების (განსაკუთრებული რისკის მატარებელ) ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახისთვის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე გაცემული თანხა აღემატება ოჯახის პირველადი ქონების სანბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ ოჯახს რჩება მეტობით მიღებული თანხა. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს და განისაზღვრება სულადობის მიხედვით. კერძოდ, 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი 10 500 ლარს მიიღებს“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42