,,იდიოტიზმია... სუპერ-პუმა მხოლოდ კომფორტისთვისაა, 13 ივნისის ღამეს ვერაფერს გავაკეთებდით“ - ხიდაშელი
პოლიტიკა - 16:47, 29 Jul, 2015     3543
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სუპერ პუმას ვერტმფრენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, მინისტრის თქმით, აღნიშნული ვერტმფრენები მხოლოდ კომფორტისთვისაა და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია. თინა ხიდაშელის განცხადებით, "სუპერ პუმას" ვერტმფრენების "ქართუს" კუთვნილი კომპანიის "ეარსერვისისთვის" გადაცემის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

"ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ვიცი, რომ ორი თვითმფრინავი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დღეს კი არის შს სამინისტროს ბალანსზე. რაც შეეხება ვერტმფრენს, ის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ეს ვერტმფერნები აბსოლუტურად გამოუსადეგარია ყველაფრისთვის, გარდა კომფორტული მგზავრობისთვის, მას არ აქვს აბსოლუტურად არაფერი, რაც სჭირდება სამაშველო ოპერაციას. ამ თემაზე ლაპარაკი, გასაგებია, რომ არ დამთავრდება დიდხანს, რადგან მეორე მხარეს სრულიად უპასუხიმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც "გაღმა შეედავეს" პრინციპით გესაუბრებიან, მაგრამ მთავარი კითხვა ამ საკითხში სხვა რამეშია – როდესაც ქვეყანას არ ჰყავდა არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, რატომ დახარჯა წინა ხელისუფლებამ ამდენი ფული ამ ვერტმფრენებზე – ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონსა და სააკაშვილის კომფორტზე. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსენით ან წადით და ნახეთ. გარწმუნებთ, ამის პრობლემას არავინ შეგიქმნით. წადით, ნახეთ, გადაიღეთ და დაამთავრეთ, რადგან რამდენჯერაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინმე რამეს იტყვის, იმდენი უნდა დავდგეთ და კომენტარები ვაკეთოთ, რომ აქლემები არ ვართ? სისულელე და აბსოლიტური იდიოტიზმია ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება, ეს არის ლუქსის კატეგორიის ვერტმფრენები, რომელთაც ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება – ამ არანორმალური ფსიქიკის ადამიანს მიეღო მუდმივი სიამოვნება, მათ შორის - ჰაერში. ასე რომ, 13 ივნისის ღამეს ჩვენ შეგვეძლო ამ ვერტმფრენების ფრენა, მაგრამ მხოლოდ ვიფრენდით და სხვას ვერაფერს გავაკეთებდით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42