„პრემიერის კრიტიკა არის მოწოდება ოპონენტების მიმართ მართლმსაჯულების შერჩევითად გამოყენების შესახებ“
პოლიტიკა - 16:38, 29 Jul, 2015     1658

არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრს ლევან ბობოხიძის შეწყალების შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლები განქცხადფებას ავრცელებენ.

"2015 წლის 23 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების შესახებ, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხონის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლევან ბობოხიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმაა. გავრცელებული ინფორმაციით ლევან ბობოხიძეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქონდა მისჯილი, ხოლო მოხდილი ჰქონდა მხოლოდ მისი ნაწილი - 8 თვე.

აღნიშნული შეწყალების აქტს მყისიერად მოყვა მწვავე კრიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. კრიტიკის ძირითად საგანს წარმოადგენდა შეწყალების მიზანშეწონილობა შეწყალებული პირის პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით.

ცალსახაა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს აბსოლუტური უფლებამოსილება, შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული პირი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ შეწყალების აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს და პრეზიდენტი შეწყალების დროს თავად წყვეტს, თუ რა გარემოებების გამო თვლის პირის შეწყალებას მიზანშეწონილად. ამავდროულად მას არ აკისრია ვალდებულება დაასაბუთოს შეწყალების აქტი.

ზოგადად შემაშფოთებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება შეწყალების კონსტიტუციური ინსტიტუტისადმი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა სწორედ მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების გამოყენების გამო.

ლევან ბობოხიძის მიმართ გამოყენებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა გაგებულ იქნეს ღია მოწოდებად პრეზიდენტისადმი, რომ მსჯავრდებულები, წარსული პოლიტიკური საქმიანობისა და კუთვნილების გამო განსხვავებულ რეჟიმში მოაქციოს და მათთან მიმართებით შეწყალების გამოყენებისას განსხვავებული მიდგომებით იხელმძღვანელოს.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული კრიტიკა სხვა არაფერია თუ არა მოწოდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლმსაჯულების შერჩევითად და შესაბამისად მკაცრად გამოყენების შესახებ, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვისაც შესაძლოა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის გზავნილად. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის განცხადებები უარყოფითად აისახება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით მნიშვნელოვანი კრიტიკა ისმის როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივებით განხორციელებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და იდენტობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42