თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ოლიმპიადა ორგანიზებულად მიმდინარეობს, ოლიმპიურ სოფელში კი ახალგაზრდებს ვარჯიშისა და გართობის შესაძლებლობა აქვთ.
„პირველმა ორმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. მნიშვნელოვანია, რომ აქ დასვენების გარდა, გართობის შესაძლებლობაც აქვთ ახალგაზრდებს. სპეციალურად მათთვის მოწყობილია სავარჯიშო დარბაზი, საცურაო აუზი სხვადასხვა სახის ტრენაჟორებით. შეჯიბრებებზე ისინი ორგანიზებულად დადიან მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, ჯგუფის სპეციალური ხელმძღვანელების მეშვეობით. წესრიგშია, როგორც კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე უსაფრთხოებასთან, რაშიც შსს-ს შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან. დარწმუნებული ვარ, ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად გაგრძელდება ყველაფერი ოლიმპიადის ბოლომდე და თითოეული ახალგაზრდა, მწვრთნელი და სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი წავა ჩვენი ქალაქიდან“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
„აბსოლუტურად ყველაფერი მიდის ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ყველანაირი პირობაა შექმნილი სპორტსმენებისთვის, რათა შეჯიბრისთვის მოემზადონ. საღამოობითდაგეგმილია ღონისძიებები მძიმე დღის შემდეგ სპორტსმენების განსატვირთად“,- განაცხადა ოლიმპიური სოფლის მერმა ლევან კობიაშვილმა.
კომპლექსი, სადაც ოლიმპიური სოფელი მდებარეობს, „ჰუალინგ ჯგუფის“ პროექტია. ის 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






