კვირა არ გავა, სატელევიზიო ეთერში არ ვიხილოთ პოლიციური ძალადობის მსხვერპლი - ხატიაშვილი
პოლიტიკა - 15:07, 29 Jul, 2015     1658

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრს ლევან ბობოხიძის შეწყალების შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს,.

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის და შეწყალების კომისიის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო გაოგნებული ვარ. შეწყალება ჰუმანური აქტია, როგორ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი იყო ჰუმანური აქტის წინააღმდეგი? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დაუფიქრებელი განცხადებებით გამოირჩევა, საქართველოს პრეზიდენტი ჰუმანური აქტის გამოცემის გამო გააკრიტიკა. ბრალი დასდო კონკრეტული პირის უკანონოდ შეწყალების გამო და ქვეყნის პირველ პირს "ნაციონალი" უწოდა. სასიამოვნოა ფაქტია, რომ ქვეყნის პირველი პირი არ შევიდა პრემიერთან პოლემიკაში და სახელმწფოს იმიჯი გადაარჩინა. ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის განცხადება დაეგმო, აგორდა ბინძური კამპანია შეწყალების კომისიის ირგვლივ, რაც ქვეყანაში პოლიციური აზროვნების გაძლიერებაზე მიუთითებს. საქართველოში პოლიციურმა ძალადობამ პიკს მიაღწია, კვირა არ გავა სატელევიზიო ეთერის საშუალებით არ ვიხილოთ პოლიციური ძალადობის მსხვერპლი, არავის არ გვინახავს პრემიერ- მინისტრის განცხადება პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, პრემიერი აკეთებს განცხადებებს სასამართლოსთან, ჰუმანურ აქტთან, ნაფიც მსაჯულებთან მიმართებაში, რაც პრემიერის მხრიდან პოლიციური სახელმწიფოს შექმნის მცდელობაზე მეტყველებს. მე პატივს ვცემ ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კონვენციის მესამე მუხლის (წამება არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა) დარღვევაში მხილებული პირი რევაზ ქობულია, ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ხმას არავინ იღებს. სამაგიეროდ აკეთებენ განცხადებას შეწყალების აქტთან მიმართებაში. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესს აზიანებს.

საქართველოს ისტორიაში ვერ იპოვით ვერც ერთ პრეცედენტს, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნოს პირი, რომელსაც დაზარალებული ბრალს სდებს, რომ აწამა და ნაწამებ პირს კოკა-კოლა იატაკიდან ენით აალოკინა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა ( წამება არაადამიანური არაჰუმანური მოპყრობა) მოცემულ საქმეზე რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში. ხოლო, რევაზ დვალიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მთავარი მწამებელი რევაზ ქობულია წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი რევაზ დვალიშვილის წამების ფაქტზე გაჩუმებულია იმის გამო, რათა პრემიერ-მინისტრს არ აწყენინოს. სამაგიეროდ, აკრიტიკებს პრეზიდენტს ჰუმანური აქტის გამო, რათა პრემიერ-მინისტრს ასიამოვნოს. ჩემი შეფასებით, აღნიშნული ფაქტები პოლიტიკურ ელფერს იძენს, რასაც არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებთან.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიზიარებ იმ მოქალაქეების პოზიციას, რომლებიც შეწყალების კომისიას მოუწოდებენ პირველი რიგში ქალბატონები შეიწყალონ, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. იმედია, შეწყალების კომისია გაითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას და პირველ რიგში შეიწყალებს იმ ქალბატონებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42