"მიუხედავად ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებისა, არ ვარ ჩემი ცალკეული კოლეგების მსგავსად რევანშისთვის განწყობილი და ხალხის ქუჩაში გამოყვანის იდეის მატარებელი. მიმაჩნია, რომ ქუჩაში გადასული ნებისმიერი პროცესი არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება. პარტია ,,რეფორმატორები'' ამ დრომდე განზრახ არ ვაკეთებდით კომენტარს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ორმხრივი შეხვედრა ჩვენსა და ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს შორის. რეფორმატორებს გვქონდა ამ დრომდე არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელიც პუნქტობრივად და სიღმისეულად განვიხილეთ ვიცე-პრემიერთან. ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო ტარიფის გაზრდისგან თავის აცილება და მიგვაჩნდა, რომ მთავრობას სიღრმისეულად უნდა ემსჯელა რამდენად სამართლიანი იყო "ენერგო პრო ჯორჯიას" მოთხოვნა და ხომ არ იყო ეს შანტაჟის შემცველი. ჩვენთვის, "რეფორმატორებისთვის" გაუგებარი იყო რას გულისხმობდა სემეკის თავმჯდომარე ,,სამართლიან ტარიფში'' და სხვა",-განაცხადა ირაკლი ღლონტმა
ამასთან, როგორც "რეფორმატორები" აცხადებენ, ისინი შეხვდნენ ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს, სადაც შედგა მსჯელობა ბიუჯეტიდან სუბსიდირების თემასთან დაკავშირებით.
"მოხარული ვარ, რომ ამ ნაწილში განსაკუთრებით დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები, იმის თაობაზე, რომ სუბსიდირება ქვეყნის ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია სხვა სოციალურ პროექტებთან ერთად, თუმცა დღეს სხვა გამოსავალი სოციალურად დაუცველი პირებისათვის არ რჩება. ტარიფების გარდა ვისაუბრეთ რეგიონალურ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი გურიის რეგიონში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე. მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა იმ საჯარო მოსამსახურესა და პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც მზად არის კონსტრუქციულ ფარგლებში ითანამშრომლოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, მათ შორის პოლიტიკურ ოპოზიციასთან", - განაცხადა ღლონტმა
მასალის გამოყენების პირობები






