ქართულ ბაზარზე დღეიდან ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი გაიყიდება
პოლიტიკა - 13:12, 29 Jul, 2015     2615

დამზადებულია საქართველოში - ქართულ ბაზარზე დღეიდან ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი FRIXX-ი გაიყიდება.

ახალი საწარმო, რომელიც 4 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობა.

პრემიერი მოხარულია, რომ ისეთი წარმატებული ბიზნესმენი, როგორიც ჟან-ფრედერიკ პაულსენია, საქართველოში ბიზნესს აფართოებს.

„ეს არის კიდევ ერთი ქართული წარმოება და წარწერა შეფუთვაზე - დამზადებულია საქართველოში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ჟან-ფრედერიკ პაულსენი საქართველოში საცხოვრებლად გერმანიიდან გადმოვიდა. ეს არის ნათელი გზავნილი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინაიდან პაულსენების ოჯახი მთელს მსოფლიოში ცნობილია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პაულსენების ოჯახის ინვესტიცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე მეტყველებს და სხვა ბიზნესმენებისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი მაგალითია.

„ეს არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ჯანსაღი ბიზნესგარემოა. სხვა შემთხვევაში პაულსენების ოჯახი ინვესტიციებს საქართველოში არ განახორციელებდა. ისინი 15 წელია, შეყვარებულნი არიან საქართველოში და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ, სახელმწიფო და პაულსენების ოჯახი, ერთობლივად ვგეგმავთ, განვახორციელოთ სერიოზული ინვესტიცია მუხრანში, რათა აღვადგინოთ ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რა განწყობები აქვს ბატონ პაულსენს და ნაკლებად საინტერესოა, რას ფიქრობენ ოპონენტები, ეს არის საქართველოსადმი ნდობის მაგალითი, რომელიც დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42