ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციულ კანონში არზებულ ხარვეზებზე და მისი გამოსწორების აუცილებლობაზე არასამთავრობოების მოთხოვნას ეთანხმება.
მისი თქმით, სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
„ჩვენც ვიზიარებთ და სწორედ ამიტომ ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით. ანუ ვალდებულება უნდა ჰქონდეს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურებს, რომ მიაწოდონ ინფორმაცია სახალხო დამცველს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით“, - განმარტა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






