ე.წ. ჩანაცვლების პრინციპით შესყიდულ ავტომობილებზე სამინისტროებმა მილიონი ლარი დახარჯეს - IDFI
პოლიტიკა - 09:25, 29 Jul, 2015     1845

არასამთავრობო ორგანიზაცი IDFI-მ მანქანებთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა უწყებიდან გამოითხოვა. დოკუმენტების მიხედვით, გასულ წელს სამინისტროებმა ამ მიზნით სულ 12 მილიონი დახარჯეს, საიდანაც 10 მილიონი სასწრაფო დახმარების მანქანებს მოხმარდა.

"აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა.


სხვა სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2014 წელს მათ მიერ სულ შესყიდულია 12 301 586 ლარის ღირებულების ავტომობილები, საიდანაც უდიდესი ნაწილი 10 719 999 ლარი მოხმარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვას. 2014 წელს ჩანაცვლების გზით შესყიდული იქნა 1 324 323 ლარის ღირებულების ავტომობილები.
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2014 წელს, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, შეისყიდა180 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი საერთო ღირებულებით 10 719 999 ლარი და 4 ერთეული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი RENAULT DUSTER საერთო ღირებულებით 126 351 ლარი.
• თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ჩანაცვლების გზით შეიძინა RENAULT DUSTER-ს მოდელის 31 ავტომობილი საერთო ღირებულებით 926 900 ლარი (თითოეულის ფასი 29 900 ლარი). აღნიშნული ავტომობილების სანაცვლოდ გაცემულია 74 ავტომობილი, რომელთა საერთო საწყისი ღირებულება შეადგენდა 2 769 074 ლარს. მათ შორის ვხვდებით CADILLAC ESKALADE -ს მოდელის 4 ავტომობილს რომელთა საწყისი ფასი 75 000 ლარიდან 160 000 ლარამდე მერყეობს, აგრეთვე 135 000 ლარად შესყიდულ MERCEDES BENZ GL-550 და სხვა ძვირადღირებულ ავტომობილებს. ჩანაცვლების მომენტისათვის, აღნიშნული ავტომობილების ნარჩენი ღირებულება ინსტიტუტისათვის უცნობია.

• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 5 ავტომობილი საერთო შეფასებული ღირებულებით 21 400 ლარი, ჩაანაცვლა 155 829 ლარის ღირებულების ასევე 5 ავტომობილით. შესაბამისად ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომობილებს შორის შეადგენდა 134 429 ლარს.
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შემთხვევაში 2014 წელს 29 500 ლარის ღირებულების 5 ავტომობილი ჩანაცვლდა 142 331 ლარის ღირებულების ასევე 5 ავტომობილით.
• 2014 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩანაცვლების გზით შეძენილ იქნა 96 463 ლარის ღირებულის KIA QUORIS, რომლის სანაცვლოდ გადაცემულია 3 500 ლარის ღირებულების NIVA (VAZ 21 214) და 92 963 ლარი ფასთა შორის სხვაობა.
• დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2014 წელს 54359 ლარად შეისყიდა ავტომობილი TOYOTA CAMRY .
• ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2014 წლის დეკემბერში 55 273 ლარად შეიძინა ავტომობილი TOYOTA CAMRY .
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2014 წელს ჩანაცვლების გზით შეიძინა 24 080 ლარის ღირებულების RENO LOGAN, რომლის სანაცვლოდ გადაცემულია 8000 ლარად შეფასებული მანქანა VOLKSWAGEN JETTA და 16 080 ლარი ფასთა შორის სხვაობა.
საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საგარეო საქმეთა, გარემოსა და ბუნების რესურსების დაცვის სამინისტროებს, ავტოსატრანსპორტო საშუალება არ შეუძენიათ და შესაბამისად არც ჩანაცვლებას ჰქონია ადგილი", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც IDFI ავრცელებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42