ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მზადა არის ვიცე-პრემიერის ბრალდებებთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხოს.
მისი თქმით, ფედერაციაში გადმორიცხული თითოეული თეთრის შესახებ ინფორმაცია აქვს სპორტის სამინისტროს და ამის გადამოწმება ყველას შეუძლია.
„ყველა ის თეთრი, რომელიც ფედერაციაში იყო გადმოსული ყველას საბუთი გააჩნია სპორტის სამინისტროს. ამის გადამოწმებას წინ არაფერი უდგას. ვინმეს სურვილი თუ აქვს, რატომაც არა, სტუმარი ღვთისაა, ნებისმიერ დროს ველოდებით - დღისით, ღამით. ყავა, ჩაი, ყველაფერი გვაქვს და დავსხდებით, ვილაპარაკებთ,“ - აცხადებს ზვიად სიჭინავა.
კახი კალაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს საფეხბურთო საქმინობაში, კონკრეტულად კი ფეხბურთის ფედერაციაში დაგეგმილ არჩევნებში.
„სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს ეს იქნება დანაშაული და პრობლემა, სახელმწიფო ყოველ წელს 40 მილიონს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. ეტყობა რამე დღეს ქართულ ფეხბურთს, რომ ამდენი იხარჯება? ის რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი რაც არის უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით“, - ამბობს კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






