ამის შესახებ ექსპრემიერმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა. არადა, უნიკალური პროექტია. არა იმით, რომ მე რაღაცა მოვიხვეჭო _ იქ იმდენი ექსკლუზივი და იმდენად ძვირი რამე კეთდება, რომ მაგ პროექტიდან ფული შეიძლება, ვერასდროს დაიბრუნო და რენტაბელურიც ვერ გახდეს. ექსკლუზიურ ნაწილს პირადად მე ვაფინანსებ და არა პარტნიორები.
პარტნიორებმა იქ ბევრი რამ ამოყარეს, ეს არ არის საჯარო და პირველად ვამბობ ამას. ყველაფერი მაქსიმალურად დაცულია, მაგრამ რა ვქნათ, რა ვუყოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათგან მართულ ენჯეოებს. ისეც არ მინდა, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩავყარო. იქ, ალბათ, რამდენიმე ადამიანი გულწრფელად გამოდის და ამბობს, რომ არ მოსწონს _ ეს მათი უფლებაა. თუმცა, ძირითადი მასა „ნაციონალებისგანაა“ მართული.
ეს ქვეყნის მტრობაა და მათი სურვილია, რომ ეს არ აშენდეს. საყდრისზეც იგივე პრობლემაა. მათ სურვილი აქვთ რომ, როგორმე გაჩერდეს ეკონომიკა და სწორედ, ამას ერჩიან. ალეკო ელისაშვილი ამაზე გადიოდა და როცა დავულაგე, რაზე ცრუობდა, რა იყო არასწორი, გაჩერდა. ფილმიც დავდეთ ამაზე და ნახეთ „ჯიდიესში“.
ამის შემდეგ ელისაშვილი ჩრდილში წავიდა და ახლა სხვა ლიდერებია. თითოეულზე, მინიმუმ, ერთი კვირა უნდა დახარჯო, რომ საზოგადოებას მათი სახე დაანახო, მაგრამ ეს არ ღირს. ყველაფერი დაცულია. წელიწადი და ორი თვეა, ამაზეა საუბარი. მოიყვანონ ნებისმიერი სპეციალისტი და ნახონ, რა ხდება, _ გვითხრა ივანიშვილმა, რომლის თქმით, პროექტის გახორციელების ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ კანონის შესაბამისად გასცა და ამაში არაფერი უცნაური და საგანგაშო არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა.
წყარო: "გურია ნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები






