,,სანიკიძემ რამდენჯერმე იცრუა... წიგნები უკვე გაძვირებულია“ – დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 17:16, 28 Jul, 2015     1849
იყო თუ არა განათლების სამინისტროს დაშინების პოლიტიკის შედეგი, წინა ხელისუფლების პირობებში სახელმძღვანელობის ფასის 10 ლარის ფარგლებში გაყიდვა. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თავის ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ეს წიგნის რეპროდუქციის ფასია, მაშინ ის 2-3 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ,,ჩვენ შარშან ამ ფასად დავაბეჭდინეთ და წელს კიდევ უფრო იაფი გვიჯდება“ - ამბობს მინისტრი.

თამარ სანიკიძე ოპონენტებს პასუხობს და აცხადებს, არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება!

განათლების მინისტრის ამ განცხადებას სახელმძღვანელოს ფასთან დაკავშირებით პასუხობს სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ საუბარში, სანიკიძის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს და ამბობს, რომ მინისტრმა მის ბოლო ინტერვიუში რამდენჯერმე იცრუა, მათ შორის, შაშკინის თქმით, მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, სახელმძღვანელოებზე, ნეთბუქებსა და სკოლების რეაბილიტაიცაზე.

,,სანიკიძის ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. სამი წელია განათლების სამინისტროში საუბრობენ ახალ მოდულებზე, ახალ პროგრამებზე და ა.შ. სანიკიძემ თავის ბოლო ინტერვიუში კიდევე რთხელ დაადასტურა, რომ ის არის არაკომპეტენტური და ჩეულებრივი მავნებელ მატყუარა. სულ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

პირველი - ის საუბრობს მასწავლებლების სერტიფიცირებასა და ახალ კარიერულ ზრდასთან დაკავშირებით. თქვენ თუ ნახავთ თქვენი სააგენტოს არქივებს, ნახავთ, რომ ზუსტად ამაზე საუბრობდა სანიკიძე შარშანაც. იქნებ მითხრათ, სად დაინერგა და რა გააკეთეს? არც თავად იციან, არც მასწავლებლებმა და შედეგად მიიღეს ის, რომ დაახლოებით 35% მასწავლებლების სერტიფიცირებაზე არც გამოცხადდა. ეს არის ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალური ციფრები. ეს ხდება იმის გამო, რომ არავინ იცის, თუ როგორია სახელმწიფო პოლიტიკა მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით. ეს პირველი ტყული.

მეორე ტყუილი გახლავთ ის, რომ სახელმძღვანელოების ფასი არ გაზრდილა. სანიკიძე საუბრობს, რომ თურმე ჩვენ ვაშინებდით გამომცემლებს და ამიტომ არ ღირდა სახელმძღვანელოები 10 ლარზე მეტი. კი არ ვაშინებდით, ჩენ გვქონდა თხოვნა და ჯენლტმენური შეთანხმება გამომცემლებთან, რომ სახელმწიფო ბუნებრივია არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა ამ ბიზნესში, მაგრამ ჩვენი თხოვნა იყო, რომ გაეთვალისწინებინათ სოციალური მდგომარეობა, ხალხის ინტერსები და წიგნები 10 ლარზე მეტი არ ღირებულიყო“ - აცხადებს შაშკინი.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, რომ თუკი რეალურ ფასზეა საუბარი, მაშინ სახელმძღვანელო 2-3 ლარი უნდა ღირდეს, შაშკინი სანიკიძეს ფასთწარმოქმნის პრინციპს ახსენებს.

,,ეს ქალბატონი არის განათლების ბუღალტერი და როგორც სჩანს, მას ფასის წარმოქმნის პრინციპიც არ ესმის. სახელმძღვანელოში ჩადებულია ინტელექტუალური შრომა, ანუ არსებობს ავტორი, რომელიც წიგნის დაწერაში იღებს ჰონორარს, არსებობს დიზაინერი, რომელიც ქმნის დიზაინს, არსებობს დამკაბადონებელი, შემდეგ იბეჭდება, იყიდება, მისი ტრანსპორტირება ხდება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ ფასის შემადგენელი ნაწილი. როცა სანიკიძემ და მარგველაშვილმა გამომცემლებს წაართვეს სახელმძღვანელოები, ბუნებრივია მათ წაართვეს გამზადებული ფაილი და დაბეჭდეს. სანიკიძეს არ ესმის ფასი რა არის. სახელმწიფო ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე ბეჭდავს მხოლოდ 1%-ს სახელმძრვანელობისას, ანუ ახალი სახელმძღვანელო წელს იბეჭდება მხოლოდ 1%. დანარჩენს 99%-ს მისცემენ ძველ წიგნებს. დაახლოებით 520 ათასი მოწსავლეს, რომელიც სახელმწიფო სკოლებში სწავლობენ, მათ გარდა არის დაახლოებით 80 ათასი, რომელიც კერძო სკოლებში სწავლობენ და ისინი წიგნებს ყიდულობენ. შარშან, ასევე ოფიციალური მონაცემებით, მათ სახელმძღვანლოების ყიდვა გაეზარდათ დაახლოებით 40%-ით, რაც წელს, ინფლაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო მზარდი იქნება, ლარის გაუფასურება კიდევ გამოიწვევს ფასის ზრდას, საქართველო ქაღალდს არ აწარმოებს და ბუნებრივია, ის შემოდის. ამდენად, ეს კიდევ ზრიდს ფასს. როცა სანიკიძე ამბობს, რომ ის უფასოდ ბეჭდავს, ის არ გაიტანს ბაზარზე გასატან სახელმძღვანელოს, დაბეჭდავს 1%-ს რომელიც სკოლებში შევა და დანარჩენს მოუწევს ყიდვა. ანუ 100 ბავშვიდან მიიღებს ახალ წიგნს მხოლდო 1“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი არ იზიარებს განათლების მინისტრის ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმძღვანლოები არ გაძვირდება. შაშკინი სანიკიძის ამ განცხადებას მის მეორე ტყუილს უწოდებს.

,,ეს არის სასაცილო, ტყულია. გამომცემლები ბუნებრივია ეხლა გაყიდიან ამ სახელმძღვანელოებს, ეცდებიან, რომ ზარალი, რომელიც ნახეს, აინაზღაურონ. მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს პირველკლასელთა სახელმძღვანელოს საშუალო ფასი იყო 6 ლარი, 5,80. ამ წუთისთვის უკვე, პირველკლასელთა სახელმძღვანელოს ფასი მერყეობს 10 ლარში, შეგიძლიათ ნახოთ ბაზრობებზე გადამყიდველებთან და გადაამოწმოთ. გამომცემლები გაყიდიან ქსელის მეშვეობით. ეს მეორე ტყუილი. ბოლსო დაბოლოს მას როგორც ბუღალტერს უნდა ესმოდეს ელემენტერული ეკონომიკური საკითხები. ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა 20-25 %-ით, წამლები გაძვიღდა და ეს გვეუბნება, რომ სახელმძღვანელოები არ გაძვირდებაო“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი სანიკიძეს ნეთბუქების და სკოლების გარემონტების საკითხთან დაკავშირებითაც აკრიტიკებს.

,,მესამე ტყული - სანიკიძე გვეუბნება, რომ ნეტბუქები ტენდერით გამოვავლინეთ და დავიწყეთ მუშაობაო. გამარჯვებულმა კომპანიამ უარი თქვა შესრულებაზე და იყო შერჩეული მეორე კომპანია. ტყულია, როცა ამბობს, რომ ტენდერით გამოავლინეს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ნეთბუქებს ჩინეთში დაამზადებს. ერთი, რომ ეს არ იქნება საქართველოში წარმოებული, ესეც მნიშვნელოვანია. ის ქარხანა, რომელიც აქ ნეთბუქებს უშვებდა გაჩერდა და ეხლა შემოიტანენ ჩინეთიდან.

ბოლოს, ის ამბობს, რომ წელს არემონტებს 500 სკოლას. გადახედეთ მისი 2013 წლის ინტერვიუს დღემდე, ყოველ წელს 500-500 სკოლას აკეთებს. საქართველოში სულ არის 2180 სკოლა ჯამში. გინდა მითხრათ, რომ ყველა სკოლა უკვე გარემონტებულია? დავანებოთ თავი რაიონს, გადით თბილისში და ნახეთ, მეტყვის ვინმე რომ 100 სკოლიდან 70-ში უკვე რემონტი გაკეთდა. ამ ხალხს მართლა ჰგონია, რომ კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრობენ და რაც პრავდასა და იზვესტიაში იწერებოდა ის იყო სიმართლე? ხალხი ხომ თავის თვალით ხედავს ყველაფერს?“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42