ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ იზიარებს გიორგი ქადაგიძის მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი საფრთხის შემცველია.
მინისტრის თქმით, მისთვის ამ თემაზე სპეკულაციები მიუღებელია.
"კანონი, რომელიც მივიღეთ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონი. მოდელი არსებობს ერთიანი მოდელიც, როდესაც ცენტრალურ ბანკშია კონსოლიდირებული საბანკო ზედამხედველობა და არსებობს განცალკევებული მოდელიც, რომელიც საქართველოში იქნება. მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. მგონია, რომ ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ რაც არის გასათვალისწინებული გავითვალისწინოთ და მოვახერხოთ ის, რომ ეს ინსტიტუტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს საფრთხის შემცველს უწოდებს.
მისი თქმით, კანონპროექტში შეუსაბამობაშია კონსტიტუციასთან და ასოცირების დღის წესრიგთან.
სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ეროვნული ბანკის დასუსტებას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






