სიჭინავამ კახი კალაძის განცხადებებს ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა.
„კახა კალაძემ თავისი სტატიით აღიარა ის, რომ ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი როდესაც ერეოდნენ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში, სწორედ იქცეოდნენ. სამი უდიდესი სკოლა მაქვს გავლილი, ზუგდიდს სკოლა, ავღანეთი და 90-იანი წლები მოსკოვში. ასე, რომ ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ. არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის. ჯერ არ დავუბარებივარ არავის არსად, ალბათ 11 აგვისტოს ელოდებიან“, - ამბობს სიჭინავა.
რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონს იღებს, სიჭინავა ტყუილს უწოდებს.
„ფედერაცია ღებულობს სახელმწიფოსან მარტო 7 მილიონს, მაგრამ 5 მილიონზე მეტს ჩვენ ბიუჯეტში ვაბრუნებთ. თუ ლაპარაკი სხვა 40 მილიონზეა, მაშინ გამოვიძიოთ როგორ და სად აწვდიან კერძო კლუბებს თანხებს, როგორ უხდიან ცენტრალური ბიუჯეტიდან და ვისზე რიგდება ეს ხელფასები“, -აღნიშნა სიჭინავამ.
კახი კალაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს საფეხბურთო საქმინობაში, კონკრეტულად კი ფეხბურთის ფედერაციაში დაგეგმილ არჩევნებში.
„სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს ეს იქნება დანაშაული და პრობლემა, სახელმწიფო ყოველ წელს 40 მილიონს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. ეტყობა რამე დღეს ქართულ ფეხბურთს, რომ ამდენი იხარჯება? ის რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი რაც არის უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით“, - ამბობს კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






