საქართველოს რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, დედაქალის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს და მოსახლეობას პროექტის შესახებინფორმაცია მიაწოდეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარება დედაქალაქში არსებული საცობების პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.ამის შესახებ ჯავახიშვილმა მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, რომ შეუძლებელია დახურული კვანძების გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსიური განვითარების გარეშე.
„თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. ამიტომ მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მისასალმებელია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო „ASSIGNIA KOBRA“ შეასრულებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.
პროექტის ფარგლებში მოხდება გვირაბების რეაბილიტაცია, მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა -ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა.
თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყოდა 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდადა 2000 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, მეორე ხაზი კი ამ დრომდე არ არსებობს. ვაჟა-ფშაველასა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.
მშენებლობის შედეგად, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქლაქში არსებულ 22 მეტროსადგურს ახალი 23-ე სადგური დაემატება. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმამ „ეუროესტუდიომ“ მოამზადა. პროექტს გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. ქართული ექსპერტიზის გარდა, პროექტი დამოუკიდებლემა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები ასევე შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.
მასალის გამოყენების პირობები






