,,ნაციონალური მოძრაობა“ მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს კომუნალური ვაუჩერები სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახზე გადაანაწილოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, თბილიში 90% დარჩება კომუნალური ვაუჩერის გარეშე.
„ნაცვლად ელექტროენერგიაზე ტარიფების განახევრებისა და მისი მნიშვნელოვნად შემცირებისა, ტარიფები სამწუხაროდ გაიზრდება და ნაცვლად ნარმანიას დაპირებისა, რომ კომუნალური ვაუჩერის სისტემა, რომელიც ძველ სატარიფო სისტემას იყო მორგებული, შენარჩუნდებოდა სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებზე, რომლებიც ამას საჭიროებენ, ესეც აღმოჩნდა ტყუილი,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
უმრავლესობის წევრები კონკრეტულ პროექტებზე საუბარს ნაჩქარევად მიიჩნევენ, მათი თქმით, სქემა ჯერ შემუშავების პროცესშია. „იქნება ერთიანი სამთავრობო პროგრამა, ამის შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ყველა გაიგებს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე.
თბილისის მერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ნაადრევია. ,,ჩვენ კომუნალური ვაუჩერები გავაორმაგეთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. ის ნამატი, რაც იქნება ტარიფების ზრდის შედეგად, ამ კატეგორიის ადამიანებს, ამ ნამატსაც თბილისი მერია სრულად დაუფარავს“ - აცხადებს დავით ნარმანია.
კომუნალური ვაუჩერების სქემას შეიმუშავებს მერია, რის შემდეგაც საკრებულოს გადაუგზავნის. საკრებულომ კი უნდა იმსჯელოს და დაამტკიცოს ახალი სქემა.
მასალის გამოყენების პირობები






