ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ მომავალში ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე. თუმცა გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონის დინამიურობიდან გამომდინარე საქართველო ყველანაირი გამოწვევისთვის უნდა იყოს მზად.
რაც შეეხება დღევანდელ კურსს, მინისტრს არ უკვირს, რომ ეროვნულმა ვალუტამ ძველ ნიშნულ ვერ მიაღწია. კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტები გაუფასურებულია.
„ის, რომ დღეს გვაქვს 2.25-ის ფარგლებში კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის. იცით, რომ საბერძნეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენები, რამაც ასევე გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები უკვე წარსულია, რადგან ის ფაქტორები, რომელიც ჩამოვთვალე ფაქტობრივად აღმოფხვრილია. იმედია საბერძნეთში სიტუაცია გამოსწორდება. იქ ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს, ამიტომ მომავალში მე მგონია ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკმაოდ დინამიურ რეგიონში ვცხოვრობთ და ყველანაირი გამოწვევისთვის საქართველო უნდა იყოს მზად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






