მოვუწოდებთ ივანიშვილს, მსხერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ინტერესს საქართველოს მომავალს - ენმ
პოლიტიკა - 11:45, 28 Jul, 2015     1334

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი გაბაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი შეფასებები, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნას შეეხებოდა, უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის დემოკრატიის წინსვლისთვის, ასევე ევროპული მომავლისთვის.

„ცივილიზებული სამყაროს ლიდერების დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან მიმართებაში, სულ უფრო მკაფიო ხდება. სულ უფრო მეტი უმაღლესი დონის ფიგურა, თუ ინსტიტუტი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დევნას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი ზიანი მოაქვს.

საყურადღებო და მკვეთრი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ და დიდი გავლენის მქონე ევროპარლამენტის წევრმა ელმარ ბროკმა.

ასეთი დონის ფიგურა - რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია - პირდაპირ ამბობს, რომ ენმ–ს ლიდერები პოლიტდევნილები არიან და მათ უსწრაფესად უნდა დატოვონ საპატიმროები, რათა საქართველო გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე.

მალე იქნება სტრასბურგის სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის იგნორირებას ივანიშვილი ვეღარ შეძლებს.

მოვუწოდებთ მთავრობას და ივანიშვილს, ყურად იღოს ეს განცხადება და მსხვერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ვიწრო ინტერესს საქართველოს ევროპულ მომავალს“, _ განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ 25 ივლისს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები , ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდნენ და იქ მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდნენ, რის შემდეგაც ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42