თავდაცვის მინისტრის ერთი კვირა ჯარში - დღე პირველი
პოლიტიკა - 11:19, 28 Jul, 2015     2184

ბათუმში ზღვის წყლით დასველებული და დაღლილი ჟურნალისტები დღის ბოლოს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად ისინი სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმს სტუმრობდნენ.

თინათინ ხიდაშელის ინიციატივა ყველა რეპორტიორმა აიტაცა - ისინი ერთ კვირის განმავლობაში მინისტრთან ერთად სხვადასხვა სამხედრო ბაზას მოინახულებენ და ჯარისკაცებთან ერთად იცხოვრებენ. დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ერთკვირიანი სამხედრო ტურნე ურეხიდან დაიწყო.
„ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. ზუსტად ისეთივე ნაწილი, როგორც სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები, როგორც უნივერსიტეტში პროფესორები და სტუდენტები. ზუსტად ასე არიან ოფიცრებიც და ჯარისკაცებიც, მთელი საზოგადოების ნაწილი და, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას იმ რეალობაზე რომელიც არის ქართულ ჯარში, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით და მეორე მხრივ, საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით, რაც მეტი ეცოდინებათ ოფიცრების, ჯარისკაცების, წლევამდელებისა და ხელშეკრულებით მყოფი ჩვენი ბიჭების განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ, მით უფრო მარტივი იქნება ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, წიგნებში წაგვიკითხავს, კინოებში გვინახავს, რომ ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება. და ეს არ არის ფრაზა, რომელსაც უბრალოდ ვამბობთ, ეს არის რეალობა. თუ არ არის ეს ყველაფერი ერთიანის შემადგენელი ნაწილი, მაშინ არაფერი გამოვა, ვერც ლოკალურ ამოცანებს გადავწყვეტთ და ვერც გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდებით“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ სამინისტროს საქმიანობა კანონის ფარგლებში მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

„სადაც შესაძლებელია, რა დოზითაც შესაძლებელია, აბსოლუტურად ყველგან თქვენთვის კარი მუდამ ღია იქნება. ჩვენ არავის არაფერში მოტყუებას არ ვაპირებთ, არანაირი ტაბუები არ იარსებებს ჩემი მინისტრობის პერიოდში. საზოგადოებამ ჯანსაღი დისკუსია უნდა გამართოს ყველა აქტუალურ საკითხზე - უნდა ვისაუბროთ, თუ რა გვიჭირს და გვილხინს, რით ვამაყობთ და რა გვაქვს გამოსასწორებელი, ეს ერთადერთი გზაა პროგრესისკენ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

რეპორტიორები შავიზღვისპირეთისკენ დილაადრიან თავდაცვის სამინისტროს ავტობუსით დაიძრნენ. ბათუმში საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმში თინა ხიდაშელი ვაჟთან, სანდრო უსუფაშვილთან ერთად მივიდა.

თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ახლდა. სამხედრო ბაზაზე სტუმრებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა.

ჟურნალისტები ყველაზე მეტად გამოფენილი შეიარაღებით დაინტერესდნენ. პირად შემადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებმა მინისტრთან ერთად სამხედრო ბაზა დაათვალიერეს, ამასობაში სადილის დროც მოვიდა. ჯარისკაცის ულუფა ყველას ეგემრიელა.

სადილის შემდეგ ყველაზე აქტიური და საინტერესო ღონისძიებები დაიწყო. თავდაცვის მინისტრი, რეპორტიორები და სამხედროები რამდენიმე ნავში გადანაწილდნენ. მდინარე ჭოროხზე დაეშვნენ და შეჯიბრიც დაიწყო. ნიჩბებს ყველა გამალებით უსვამდა. იყო შეძახილები, ერთმანეთის გამხნევება, აზარტი. სამხედროების გვერდით მყოფი თავდაცვის მინისტრი ტოლს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42