,,იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასთი გათელვა“ - დაპირისპირება ჟურნალისტებს შორის
სოც.მედია - 10:49, 28 Jul, 2015     18846
ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც სამეგრელოში მომხდარ ამბავს ეხებოდა.

სიუჟეტში საუბარი იყო 19 წლის გოგონასასა 34 წლის მამაკაცის ქორწინებაზე, რომელიც ახაგაზრდა ქალის მიმართ ძალადობით დასრულდა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "იმედის კვირის" გუშინდელ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოში შემოვა განცხადება. მანამდე კი, მე საბჭო არ ვარ და შემიძლია საკუთარი აზრი არა მხოლოდ მქონდეს, არამედ გამოვხატო კიდეც.

მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სიუჟეტი კიდევ გავიდოდა რომელიმე ქართული მაუწყებელის ეთერში, რომ ამას ასეთი ფორმით ვინმე დადგმავდა, გადაიღებდა, დაამონტაჟებდა და მერე სერიოზული და აღშფოთებული სახით ეთერში გაუშვებდა.

იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა და არ არის არგუმენტი, რომ ოჯახები იყვნენ თანახმა. ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს კონფიდენციალობა (ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტი ძირითად შემთხვევებში), გამონაკლისები უნდა იყოს ძალიან სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, ხოლო არგუმენტი არა მხოლოდ თანხმობა, არამედ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა არცერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ დეტალებსა და ფორმებს, როგორადაც ეს "იმედის" სიუჟეტში იყო წარმოდგენილი“, -დაწერა სოციალურ ქსელში თამარ რუხაძემ.

მას გადაცემის ერთ-ერთ წამყვანი ეკა ხოფერია გამოეხმაურა.

ეკა ხოფერია: აუ თამუნა, რა ცნობიერად, კარგი რა, ცოტა ჩამოდით დედამიწაზე. რომელი სტანდარტის დარღვევა იყო აქ, თუ იმ მოძალადესავით დამამტკიცებელი საბუთია საჭირო, რომ გოგონას სურვილი იყო და ოჯახის, როგორმე ამ რეპორტაჟის შემდეგ მაინც იყოს დაცული. რა გინდოდათ, იმ გოგოს წვრილად მოყოლილი ძალადობა გაგვეშვა სიუჟეტში?

თამარ რუხაძე: დარჩა რამე წვრილად მოსაყოლი?

ეკა ხოფერია: შენ წარმოიდგინე კი. მივხვდი, ვერ ჩამოხვალთ დედამიწაზე

თამარ რუხაძე: რა თქმა უნდა, სწორედ მაგას ვჩივი, რომ იმ გოგოს წვრილად მონაყოლი არ გაუშვით, სხვა რა პრობლემაა აბა მანდ. კიდევ მე უნდა ჩამოვიდე დედამიწაზე.

"იმედის კვირის" სიუჟეტი იხილეთ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42