გიორგი ალიბეგაშვილმა ცურვის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 10:11, 28 Jul, 2015     1160
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან - ალექსი ახვლედიანთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, ცურვის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
400 მეტრზე კომპლექსურ და 200 მეტრზე ცურვის სახეობა „დელფინში“ გოგონები, ხოლო 200 მეტრზე თავისუფალ ცურვაში ბიჭები დაჯილდოვდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და პროფესიულ ასპარეზზე დასახული მიზნების განხორციელება უსურვა.
„უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარებას, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა საქართველო მსოფლიოს წინაშე წარმოგვეჩინა ღირშესანიშნავი ისტორიით, განუმეორებელი კულტურით, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მრავალფეროვნებით, რომლის დასტურია მითის - „არგონავტების“ თანამედროვეობაში გაცოცხლება და ის შთამბეჭდავი სანახაობა, რომლითაც წარსდგა ქვეყანა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნაზე. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები თბილისში მომავალშიც ჩატარდება. ახალგაზრდული ოლიმპიადის სლოგანია „ნაბიჯი მომავლისკენ“. ცურვაში გამარჯვებულ სპორტსმენთათვის დღევანდელი წარმატება სწორედ მომავლისკენ წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.
შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42