"უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ, ვერავის გავუზიარებ აქ წუხილს" - უგულავას ემოციური წერილი ციხიდან
სოც.მედია - 09:25, 28 Jul, 2015     43007

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხის მთავარი ექიმის, ირაკლი მურჯიკნელის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს.

„კვირას 26 ივლისს, აქ ჩვენს სამყოფელში, მატროსოვზე, უეცრად ჩვენი მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი გარდაიცვალა. 54 წლის ასაკში მას გულმა უმტყუნა. ისევე როგორც მისი თაობის თითქმის ყველა ექიმი, ირაკლი უზომოდ იყო შეყვარებული თავის საქმეზე, მაგრამ არასდროს უფრთხილდებოდა თავის ჯანმრთელობას. მან 22 წელი იმუშავა საქართველოს ციხეში ექიმად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა თაობის და ხელიუფლების პოლიტიკის პატიმრებს შეესწრო. თქვენც გაგისტუმრებთ და მეც წავალ-ხშირად ამბობდა.

უცნაური თვისება ჰქონდა. მთელი საღამო იჯდა და საუბრის პარალელურად ახალი წამლების რეცეპტებს იწერდა ბლოკნოტში. როგორც მოსკოვის სკოლა გამოვლილი ამას რუსულად, საოცარი ხელწერით აკეთებდა. დღე არ გავიდოდა, რომ ამ უცნაური საქმიანობის გამო არ გამეხუმრა. ასე უკეთ ვიმახსოვრებო-მშვიდად მპასუხობდა.

ციხეს ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს. ზუსტად იცი რა იქნება ხვალ, ზეგ. რომელ საათზე და წუთზე რას იზამ, რას იფიქრებ. ეს ციხის ერთგვარი სიმყუდროვეა.

მეც ასე ყოველ საღამოს 11 საათზე ვეუბნებოდი ირაკლის ხვალამდე და ზუსთად ვიცოდი რომ ეს ხვალ იქნებოდა, თანაც როგორი იქნებოდა. ასევე ვიცოდი -ასე იქნებოდა ზეგ, მას ზეგ ...... ხვალამდე.

25 ივლის საღამოს ვლადიმერ ვისოცკიზე ვისაუბრეთ. მისი გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა. მაშინ მოსკოვში სწავლობდა და მიყვებოდა გასვენების ამბებს. მაინც საბჭოთა კაცი ხარ - ღიმილით ვუთხარი და ხვალამდე დავემშვიდობე.

მე ისევ ვიცი აქ რა იქნება ხვალ, ზეგ.

მხოლოდ ერთი, აღარასდროს გეტყვი ხვალამდეს.

ნახვამდის.

მადლობა ერთად გატარებული ამ ერთი წლისთვის და უანგარო მეგობრობისთვის. უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ. ვერც ვერავის გავუზიარებ აქ წუხილს, ამიტომაც დაგიწერე ეს სიტყვები, რომელიც ნახვამდის გაგყვება“, - წერს უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42