ფოთში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი საზეიმოდ, გრანდიოზული სანახაობითა და კონცერტით გაიხსნა. იუსტიციის სახლი საპორტო ქალაქში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის სახალხო ზეიმის ფორმატში წარიმართა. ფოთის მოსახლეობას, შემოგარენი სოფლებიდან და დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა მოუწყეს.
იუსტიციის მინისტრმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და ფოთის მოსახლეობას. მან თავის გამოსვლაში განაცხადა:
„იუსტიციის სამინისტროს დევიზია „ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის!“ პროგრესი, რომლისთვისაც 4000 იუსტიციელი მუშაობს, ნიშნავს ქვეყნის საკანონმდებლო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას, სისხლის სამართლის რეფორმას, კერძო და სამეწარმეო სამართლის რეფორმას, მიგრაციის პოლიტიკის რეფორმას, რეფორმას ქალთა და ბავშვთა უფლებებში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა; მეორე მიმართულება კი, იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაა და აქ პრიორიტეტს რაიონებსა და სოფლებს ვანიჭებთ. ამიტომაც მიმდინარეობს იუსტიციის სახლების, სოფლად კი, საზოგადოებრივი ცენტრების უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით მშენებლობა და, რაც, ასევე, მთავარია ეროვნული სახელმწიფოსთვის − იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რეგიონული ოფისებისა და საცავების მშენებლობა. ჩვენ ვიზეიმებთ ძალიან მალე იუსტიციის სახლების გახსნას ყაზბეგში, თიანეთში, ბორჯომში, მცხეთაში, ონში, ლაგოდეხში, ახალქალაქში; საზოგადოებრივ ცენტრებს − კაბალში, მარტყოფში, ჩაქვში, ხრეითში, რუხში, იორმუღანლოში, სადახლოში, დიდ ჯიხაიშში; ეროვნულ არქივებს − ზუგდიდში, ახალციხეში, ქუთაისში.
საქართველოში სახელმწიფოებრიობა მტკიცდება, საქართველოში სახელმწიფო ძლიერდება და დღეს მოქალაქე თავისუფალია.
განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ფოთის ახალგაზრდებს და ვუთხრა, რომ მე და ჩემმა თაობამ, ომების თაობამ, ლამის უკვე ჩავიარეთ. მალე თქვენი დრო დადგება, რომ აკეთოთ და აშენოთ. ამას კი სჭირდება განათლება და მონდომება, ამას სჭირდება შნო და სისხარტე. ამიტომაც ისწავლეთ, ემზადეთ, ემზადეთ არა მხოლოდ საკუთარი მომავლის, არამედ ქვეყნის მომავლის შენებისათვის. დასაკარგავი დრო არ არის!
აქვე აღვნიშნავ, რომ დღევანდელ ზეიმს ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად ესწრებიან ჩემი ახალგაზრდა მეგობრები ფოკის საჯარო სკოლიდან. ისინი არ არიან ფოთში სტუმრები. საქართველო მათი სამშობლოა და მათ ჩემსავით იციან ქართული, ჩვენი სახელმწიფო ენა, რომელიც ყველას გვაერთიანებს და რომლის ცოდნაც აუცილებელია წარმატებისთვის ამ ქვეყანაში. ეს ზეიმი მათთვის, მჯერა, იქნება ერთი კარგი სამახსოვრო და კიდევ ბევრი სამახსოვრო წინ გველის, რაკი მე მათთან ერთად ხვალ აქედან სვანეთის გზას შევუდგები. ჩვენ არ გვყავს არც ერთი ეთნიკური უმცირესობის შვილი დასაკარგავი“!
შოუზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ენახა ფერადი კვამლის ფოიერვერკი. სპეციალურად ფოთის იუსტიციის სახლის გახსნისთვის მომზადდა კოსტუმირებული მუსიკალური შოუ, დრამერების კოსტუმირებული სანახაობა და სხვა მრავალი საინტერესო ელემენტი. საზეიმო გახსნა ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით დაიხურა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნას მთავრობის, დიპლომატთა კორპუსის, პარლამენტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოთის იუსტიციის სახლის კონცეფციაც, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. ფოთის მოსახლეობას უკვე დღეიდან აქვს საშუალება, 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში მიიღოს.
მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად − თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ. სწრაფი მომსახურების სივრცეში ფოთელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში − 15 წუთამდე დროში; ლოდინის პერიოდი კი, საშუალოდ, 15 წამიდან 1,5 წუთამდე გასტანს.
იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში − ყაზბეგში, თიანეთში, ბორჯომში, ლაგოდეხში, ახალქალაქსა და მცხეთაში − იგეგმება; ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები, პრაქტიკულად, ყველა მსხვილ ქალაქში მოქმედებს და ჯამში დღის განმავლობაში 23 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა