,,მებაჟე კაცს ვურჩევ. ეგებ მეხსიერება აღუდგეს, სინდისის აღმოჩენის იმედი არ მაქვს“
სოც.მედია - 20:31, 27 Jul, 2015     1911
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ეხმაურება და თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს წარსულის გახსენებას ურჩევს.

,,ამ სურათის ნახვას პირველ რიგში თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, მებაჟე კაცს ვურჩევ. ეგებ მეხსიერება აღუდგეს. სინდისის აღმოჩენის იმედი არ მაქვს. თუ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტისთვის არ დამთავრებულა ტრაგიკულად სპორტის ამ სახეობის წინსვლაში წინა ხელისუფლების დამსახურების მოხსენიება, ნუთუ, ბატონ ალექსის რომ ეხსენებინა, ვისი ძალისხმევით იქნა მოპოვებული ათეულობით ქვეყნის მხარდაჭერა, შემუშავდა ყველა პროექტი, სკურპულოზურად განისაზღვრა სამუშაოთა გეგმა, მოძიებულ იქნა ინვესტორები, დაიდო ხელშეკრულებები და დაიწყო მუშაობა, ის ყოველივე ამის შემოქმედის, გიგი უგულავას გვერდით საკანში აღმოჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ის ჩვეულებრივი კონფორმისტია, მედროვე, რომელიც, ფესტივალის იდეის გამოჩენამდე, როგორც შევარდნაძისდროინდელ მებაჟეს ეკადრება, სულაც ნინო ბურჯანაძეს აფინანსებდა, ამ პროექტს რომ მოერგო, ნაციონალების ხელისუფლების ერთგული მხარდამჭერი გახდა, ახლა კი მიხვდა, რომ იმთავითვე იყო მოწოდებული ღარიბაშვილისა და ნარმანიას ფეხქვეშ გასაგებად. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იცის, გიგი უგულავას არ დაუგეგმავს, რომ ფესტივალის ცეცხლი იმ ადგილზე უნდა ანთებულიყო, რომელსაც ვერავინ ხედავდა, პირშიჩალაგამოვლებული უქოცესი მთავარი მოჩირაღდნის ჩათვლით, ფოიერვერკს ხანძარი გაეჩინა, ოლიმპიური დროშა უკუღმა დაეკიდათ, ოლიმპიური სოფლის უზრუნველსაყოფად ხალხისთვის ავტობუსის გაჩერებები მოეპარათ, იქ მიმავალი გზა ჩანგრეულიყო, პირველივე საკალათბურთო მატჩი ტაბლოს გაუმართაობის გამო გადადებულიყო, ათენიდან ჩამოტანილი ცეცხლი თავისუფლების მოედანზე უცნობ მხატვარს ნიკ-უშა შენგელაიას შემოეტანა და არა რომელიმე დამსახურებულ ოლიმპიელს, არამედ მონისმონა პრემიერს დაენთო, ქვეყნის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ადგილი მიუღებელ კუთხეში მიეჩურთად, შეზღუდული შესაძლებლობების პირები ისევ შეურაცმყოფელი ფორმით მიეგდოთ, სამთავრობო ლოჟაში კი მხოლოდ გადაბღენძილის ოჯახობას გაელაღა (სიმამრიღა აკლდა). წინ თამაშების ხუთი დღეა. შემდეგ იმ დროსვე მოპოვებული სუპერთასი. ასე რომ, გიგი, მეგობარო, მესმის, ამის შემხედვარე, როგორ გტკივა გული, მაგრამ, მერწმუნე, მანდაც ამათზე ერთად აღებულზე ათასჯერ ღირსეული ხარ!“ - წერს გივი თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42