ექსპერტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ ოლიმპიადა ქვეყნის პირველ პირს, საქართველოს პრეზიდენტს უნდა გაეხსნა.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ალაფიშვილი უახლოეს ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ოლიმპიადის გახსნა მესამე პირის, ანუ პრემიერის მიერ ბოლო პერიოდში არ მომხდარა.
„უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოლიმპიურ თამაშებს ხსნიდა სახელმწიფოს მეთაური, იქნებოდა ეს ინგლისის დედოფალი, ჰოლანდიის მეფე, ავსტრიის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრეზიდენტი თუ ასე შემდეგ ანუ ის სუბიექტები ვინც არიან სახელმწიფოს პირველი პირები. უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საკითხის განხილვა იმ ჭრილში, რომ ეს არის სახელმწიფოს ღონისძიება და შესაბამისად, სახელმწიფო მეთაური არის ის სათანადო კომპეტენტური პირი, რომელიც ასეთ შემთხვევაში მასპინძლობს ყველა დელეგაციას და პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფოს სახელით. ქვეყნის მეთაური ანუ პირველი პირი არის საქართველო პრეზიდენტი. მეორე პირი პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის მესამე პირია პრემიერი, რომელიც მოვალეობას ამ შემთხვევაში ასრულებს მხოლოდ მაშინ, თუ არ იქნებიან პირველი და მეორე პირები. გუშინ ახალგაზრდული ოლიმპიადა ქვეყნის მესამე პირმა გახსნა და არა პრეზიდენტმა“, - აცხადებს ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






