სასჯელაღსრულების სამინისტრო ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:27, 27 Jul, 2015     2231

ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს.

ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული.

„მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძეს შეწყალებასთან დაკავშირებით, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს.

2015 წლის 11 მაისს №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება, რომელიც სტანდარტულად ასახავს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე.

საყურადღებოა, რომ შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის ივლისში, ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ. შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია.

ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 9 ივნისს, მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე დაისაჯა რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით.

უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ უწოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას გადაუგზავნოს მსჯავრდებულის დახასიათება, რომელიც ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციას და არ შეიცავს შეფასებით ნაწილს, რომელშიც გამოხატული იქნება პენიტენციური დაწესებულების ან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიცია, რეკომენდაცია ან რაიმე სხვა ფორმით მინიშნება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. მსჯავრდებულის შეფასებასა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიცემას ახორციელებს მხოლოდ შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ყველა დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის შეფასებითი პოზიციის შედეგია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების პროცესში მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მონაწილეობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42