ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცერემონიაზე დასასწრებად პრეზიდენტს და პრემიერს ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი.
ამის შესახებ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან.
„ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია. პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად პირადად ამეხსნა ყველაფერი. პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ვერ გეტყვით, რადგან ეს ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






